80 წლის ნელი ციმინტია ოზურგეთში, სოფელ მთისპირში, ოც წელზე მეტხანს ასწავლიდა ბავშვებს ქართულ ხალხურ სიმღერებს. ახლა დამსახურებულ პენსიაზე გავიდა, თუმცა, სკოლას ხანდახან მაინც სტუმრობს და ბავშვებთან ურთიერთობას ვერ წყვეტს _ სახლში მეზობელ ბავშვებს ამეცადინებს.