იტალიაში, ნეაპოლის ერთ-ერთ კაფეში მსხდომ ორ შვეიცარიელ ტურისტს თავს დაესხნენ და საათი იარაღის მუქარით წაართვეს. ამის შესახებ CNN წერს.
ტელეარხის ცნობით, მძარცველებმა წართმეული ნივთი შეამოწმეს და მას შემდეგ, რაც დაადგინეს, რომ საათი ყალბი იყო და არა “რიჩარდ მილის” ორიგინალი, პატრონს დაუბრუნეს და ბოდიშიც მოუხადეს. ფაქტის ამსახველი კადრები ბარის, Monidee Café-ის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.
“მათ ეგონათ, რომ ეს საათი 300 000 ევრო ღირდა”, – ამბობს ფრანჩესკო ემილიო ბორელი, პირი, რომელიც ნეაპოლში დანაშაულის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს.
თვითმხილველები ვარაუდობენ, რომ ქურდებმა ეს სასჯელის თავიდან ასაცილებლად გააკეთეს.
ავტორი