„რესპუბლიკელებმა“ შუალედური არჩევნების შედეგად წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობისთვის საჭირო მინიმალური 218 მანდატი მოიპოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პალატაზე კონტროლს მოიპოვებენ, – ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
ტელეკომპანიის ცნობით, პარტიამ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მისაღებად საჭირო ზღვარი მას შემდეგ გადალახა, რაც „რესპუბლიკელმა“ მაიკ გარსიამ კალიფორნიაში გაიმარჯვა. რაც შეეხება „დემოკრატებს“, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მათ 208 მანდატი აქვთ.
რესპუბლიკელების უპირატესობა კონგრესში ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე პროგნოზირებდნენ, თუმცა მიუხედავად ამისა მათ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებების შეფერხებისა და კორექციის საშუალება ექნებათ.
თავის მხრივ ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოები კიდევ ერთხელ 2 პარტიას შორის გადანაწილდა – თეთრ სახლს და სენატს დემოკრატიული პარტია აკონტროლებს, ხოლო კონგრესს რესპუბლიკელები.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სენატზე კონტროლი „დემოკრატებმა“ შეინარჩუნეს, მას შემდეგ რაც პარტიამ ნევადაში გაიმარჯვა.
ხმების დათვლის პროცესი ჯერ არ დასრულებულა და პროგნოზების მიხედვით რესპუბლიკელებმა შესაძლოა ქვედა პალატაში მაქსიმუმ 223 მანდატი მიიღონ.
მოსალოდნელია, რომ ხმების დათვლის პროცესი კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდა. ახალი კონგრესის პირველად მომდევნო წლის 3 იანვარს შეიკრიბება.
თავის მხრივ რესპუბლიკელებს გამარჯვება უკვე მიულოცა პრეზიდენტმა ბაიდენმა და კონგრესში მათ ლიდერს, კევინ მაკარტის კონსტრუქციული თანამშრომლობა შესთავაზა.
თავის მხრივ ქვედა პალატის კონტროლი რესპუბლიკურ პარტიას ბევრი მიმართულებით უხსნის ხელს, მათ შორის საგამოძიებო კომიტეტის ჩამოყალიბებისა და ახალი კანონპროექტების ინიცირების უფლებას, თუმცა ეს პროექტები შესაძლოა მარტივად დაბლოკოს სენატმა, სადაც უმრავლესობა კონკურენტ პარტიას ეკუთვნის.
აშშ-ში შუალედური არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართა. ამომრჩეველმა სენატის 35 წევრი, წარმომადგენელთა პალატის ყველა – 435 წევრი და შტატების უმეტეს ნაწილში გუბერნატორი აირჩია.
ავტორი