ე.წ. ქუჩის მუსიკის დღეს, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქალაქში სხვადასხვანაირად აღინიშნება, ლონდონელმა მხატვარმა ტადას მაქსიმოვასმა თავის გრძელ თმას უცნაური გამოყენება უპოვა – ვიოლინოს სიმებად აქცია!
მხატვარმა საკუთარი თმისთვის ტექნოლოგია თავად მოიგონა – თმა ჯერ დაიწნა საჭირო სიგრძეზე, მერე მის მიერ შემუშავებული წებოს მსგავსი უცნობი ხსნარით დაამუშავა, ბოლოს კი ცოცხალი თმის სიმებით ვიოლინო ააჟღერა…