ცნობილი გახდა, რომ 2025 წელს, „Coldplay“, როგორც ჯგუფი, ახალი სიმღერების ჩაწერას შეწყვეტს, – ამის შესახებ სოლისტმა კრის მარტინმა განაცხადა.
„ჩვენი უკანასკნელი ჩანაწერი 2025 წელს გამოვა. ამის შემდეგ, ვფიქრობ, მხოლოდ გასტროლები გვექნება. შესაძლოა, რაღაც კუთხით ვითანამშრომლოთ, თუმცა, Coldplay-ის კატალოგი დაიხურება“, – განაცხადა ჯგუფის სოლისტმა კრის მარტინმა.
ამ განცხადებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოცქსელების მომხმარებლები წერენ, რომ ეს გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია, ზოგი იმედოვნებს, რომ დაშლიდან რამდენიმე წელიწადში, ჯგუფი კვლავ გაერთიანდება.
ავტორი