კორონავირუსის გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ერთი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობას უკავშირდება. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„ზოგადი მდგომარეობით მძიმე არ არის და ჩაუტარდება კვლევები. ამჟამად 39 პაციენტი მკურბალობს, ერთი კრიტიკულია, რომლის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და ძალიან მძიმე პნევმონიით აღარ განიხილებიან“,_ განაცხადა ეზუგბაიამ.