გასულ 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 3 958 შემთხვევიდან გურიაში 78 გამოვლინდა. ამის შესახებ განცხადება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 10 8690 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა – 89 170 ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 012 მოქალაქე.