პანდემიის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის პროცესში, COVID-19-ის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების შემუშავების საქმეში, თავისი წვლილი ყაზახეთის რესპუბლიკამაც შეიტანა და ახალი მიდგომების გამოყენებით შეიქმნა ახალი ვაქცინა – QazVac, _ აღნიშნულის შესახებ ჟურნალი ფორბსი იუწყება.
სამედიცინო ჟურნალში EClinicalMedicine published by The Lancet უკვე გამოქვეყნდა QazVac -ის პირველი და მეორე ფაზების კლინიკური კვლევების შედეგები.
ხოლო ის, რომ ეს ვაქცინა უსაფრთხოა ადამიანებისთვის და ხელს უწყობს მაღალი იმუნიტეტის ფორმირებას, ამას მკაფიოდ ადასტურებს უკვე ჩატარებული კვლევები. ყაზახეთის განათლების და მეცნიერების სამინისტროს, თავის ქვემდებარე ორგანიზაციებთან ერთად დგას 21-ე საუკუნის ვირუსთან ბრძოლის საქმეში და მზადყოფნას გამოთქვამს, იბრძოლოს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სტაბილიზაციისთვის , რისთვისაც მუდმივად ავითარებს მეცნიერებას ყაზახეთში.