სინგაპურში ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის გამო ტაქსის მძღოლი 4 თვით დააპატიმრეს.
როგორც Reuters იუწყება, ფეისბუქ პოსტში ის ხალხს მოუწოდებდა საკვები მოემარაგებინათ, რადგან კოვიდ 19-ის გამო კვების ობიექტები დაიკეტება, აღნიშნული ინფორმაცია კი სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც ცნობილია, მამაკაცმა დახურულ ჯგუფში გამოქვეყნებული პოსტი დაახლოებით 15 წუთში წაშალა, მაგრამ საქმის ჩანაწერები აჩვენებს, რომ პროკურორმა მოითხოვა ისეთი სასჯელი, რომელიც სხვებს შეაჩერებს.
სინგაპურში ყალბი წერილის გაგზავნის დანაშაული ისჯება ჯარიმით, რომელიც არ აღემატება 10 000 დოლარს ან თავისუფლების აღკვეთით ვადით, რომელიც არ აღემატება სამ წელს.