კორონავირუსით გარდაცვლილი ბოლო 5 პაციენტიდან 2 ბათუმში, 3 კი ქუთაისში მკურნალობდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, გარდაცვლილების ასაკობრივი გრადაცია 51 წლიდან 90 წლამდე მერყეობს.
მისი თქმით, ყველა გარდაცვლილს აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 453 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 5 პაციენტი კი, გარდაიცვალა. ხოლო, 295 ადამიანი გამოჯანმრთელდა.