ბოლო ორი დღის განმავლობაში, ახალი დადასტურებული შემთხვევა, ყოველდღე, იყო მხოლოდ ერთი. გუშინაც ერთი და დღესაც ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა გვყავს და სულ ჯამში არის 810 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ორივე დადასტურებული შემთხვევა საკარანტინო სივრციდანაა და შემოტანილი, ანუ იმპორტირებულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
„გამოჯანმრთელებულების ციფრი კარგად გაიზარდა; გუშინ 11 გამოჯანმრთელებული იყო, დღეს – 9. ანუ, ჯამში, ორ დღეში 20 გამოჯანმრთელებული გვყავს. დღეისთვის კოვიდცენტრებში 114 პაციენტი მკურნალობს“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი დაინფიცირდა, 9 კი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 810 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 683 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 2915 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 237.