კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რიცხვი საქართველოში – 155-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე ვრცელდება.
მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 27.
რაც ნიშნავს, რომ კორონავირუსს 128 ადამიანი ებრძვის.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში – 5526 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.