ჩოხატაურში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 3 ადამიანი რჩება, საკარანტინო ზონაში კი 1 პირი იმყოფება. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 148-აა, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 27, რაც ნიშნავს, რომ კორონავირუსს ქვეყანაში 121 ადამიანი ებრძვის.
კარანტინის რეჟიმში – 5392 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 319.