The Daily Mail ბრიტანელ ექსპერტთა ჯგუფ Coverscan-ის კვლევაზე დაყრდნობით იუწყება, რომ Covid19-ის იოლი ფორმა, რომელიც გართულებების გარეშე მიმდინარეობს, ორგანიზმისთვის სახიფათოა.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ექსპერტთა მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა რომ პაციენტებს, რომლებმაც კორონავირუსი ადვილად გადაიტანეს, დაავადების სიმპტომები საკმაოდ დიდხანს შეუნარჩუნდათ.
კვლევის მიხედვით, პაციენტთა 70%-ს ერთი ან რამდენიმე ორგანო დაუზიანდა. ყველაზე დიდი რისკის ქვეშ ფილტვები, გული და პანკრეასი ხვდებოდა. გარდა ამისა, ინფიცირებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი პაციენტები ქოშინს, კუნთების სპაზმებს და თავის ტკივილს უჩიოდნენ.
ცნობისთვის, კვლევაში 200-მდე კოვიდინფიცირებული მონაწილეობდა.
მეცნიერები იკვლევენ, თუ ვის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეიძლება შეუქმნას საფრთხე კოვიდ -19-მა.
გასულ თვეში მკვლევარებმა თქვეს, რომ ხანგრძლივი კოვიდის სიმპტომები ოთხ სინდრომში ხვდება, რომლებიც განსხვავებულ მკურნალობას საჭიროებს.
NHS- ის აღმასრულებელმა დირექტორმა სერ სიმონ სტივენსმა თქვა:
„ კოვიდით ხანგრძილი ინფიცირება უკვე ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს მრავალი ადამიანის ცხოვრებაზე და შეიძლება გავლენა იქონიოს ასობით ათასზე“.