ცნობილმა რუსულმა როკ ჯგუფმა „ДДТ“-მ ქალაქ ტიუმენში, Z სიმბოლოთი გაფორმებულ დარბაზში კონცერტის გამართვაზე უარი თქვა. დარბაზში მუსიკოსებმა Z სიმბოლო შენიშნეს და გამოსვლის სხვა შენობაში გადატანა მოითხოვეს. ახალ ლოკაციაზე როკ ჯგუფს გამოსვლის უფლება არ მისცეს და კონცერტი ჩაიშალა.
„ტიუმენში უნდა დაგვეკრა, მაგრამ არ გამოვიდა. ერთმა ძალიან სიმპათიურმა ქალბატონმა უარი გვითხრა. ალბათ იმიტომ აგვიკრძალეს გამოსვლა, რომ დარბაზის შეცვლა მოვითხოვეთ. სადაც უნდა გამოვსულიყავით უშველებელი Z ასო დაგვხვდა, იქ დაკვრაზე უარი ვთქვით, კონცერტის სხვაგან ჩატარების უფლება კი არ მოგვცეს“,– განაცხადა ჯგუფის ლიდერმა იური შევჩუკმა.
ცნობილი გახდა რომ ამავე მიზეზით ქალაქ ომსკში კონცერტი გააუქმა მეორე პოპულარულმა რუსულმა ჯგუფმა „Би-2“. ამ შემთხვევაში სცენაზე უშველებელი ტრანსპარანტი „Za президента“ იყო ჩამოკიდებული. მუსიკოსებმა ამ ბანერის ჩამოხსნა მოითხოვეს. რასაკვირველია უარი მიიღეს და კონცერტის დაწყებამდე 15 წუთით ადრე ტერიტორია დემონსტრაციულად დატოვეს.
ავტორი