“ევროპული კინოს პრომოუშენის” მიერ გამოქვეყნებული სიის მიხედვით, ლევან გელბახიანი ბერლინის 70-ე კინოფესტივალის ახალგაზრდა ვარკსვლავის ათეულში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
„ლევანის სამსახიობო დებიუტი 2019 წელს ლევან აკინის ფილმში შედგა სახელწოდებით „და ჩვენ ვიცეკვეთ“. პირველმა კინოროლმა ახალგაზრდა მსახიობს დიდი საერთაშორისო აღიარება, არაერთი პრესტიჟული ჯილდო და ნომინაცია მოუტანა“, – აღნიშნულია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
ბერლინალეს მსვლელობისას ლევან გელბახიანი და მისი უცხოელი კოლეგები კასტინგის წამყვან დირექტორებს, პროდიუსერებსა და რეჟისორებს შეხვდებიან. 24 თებერვალს კი ახალგაზრდა მსახიობთა ათეულს ბერლინში „ევროპელი ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოს“ გადასცემენ.