ერევანში გამართულ ძალოსანთა სალიცენზიო ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს, +109 კგ. წონით კატეგორიაში 2 ქართველი ძალოსანი გამოვიდა. ლაშა ტალახაძემ როგორც მოსალოდნელი იყო ბრწყინვალედ იასპარეზა და მკერდი კვლავ 3 ოქროს მედლით დაიმშვენა! (ატაცი 222, აკვრა 252, ორჭიდი 474)
ბაქარ თურმანიძემ კი ატაცში 176 კგ. დაძლია და მე-4 ადგილზე გავიდა. ძალოსანმა აკვრაში თავი 216 კილოგრამს გაართვა და მე-7 ადგილზეა, ორჭიდში მოგროვილი 392 კილოგრამით კი მე-5 საფეხური ერგო.
დღეს ასევე 3 მედალი მოიპოვა ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა ანასტასია გოტფრიდმა (+87 კგ.), 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი (ატაცი 117, აკვრა 135, ჯამი 252).
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საერთო ჯამში 17 მედას მოუყარა თავი.
რამინი შამილიშვილმა (+55) ატაცი 113 კილო დაიმორჩილა და ოქრო აიღო, აკვრა ბრინჯაო (136 კგ), ხოლო ორჭიდის ჯამში (249 კგ) ვერცხლს დაეუფლა.
61 კილოში ძალიან მაგრად იასპარეზა კიდევ ერთმა ნაკრების ლიდერმა შოთა მიშველიძემ, რომელიც ჩემპიონი გახდა, მან ორი ოქრო და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ატაცი-136, აკვრა-162 (ვერცხლი), ჯამი 298.
102 კილოგრამში 3 მედალი მოიპოვა ირაკლი ჩხეიძემ. ატაცში ვერცხლი (173 კგ), აჯვრაში ოქრო (214კგ) და ჯამური 387 ვერცხლის მომტანი გახდა.
109 კილოში ორმა ქართველმა სპორტსმენმა შეძლო მედლის მოპოვება. ბრინჯაოს დაეუფლა ზაზა ლომთაძე აკვრაში 213 კგ. ხოლო ორი მოძრაობის ჯამში ვერცხლის მედლის მფლობელი გიორგი ჩხეიძე გახდა 381 კილოგრამით.
ავტორი