პოეტი ვაჟა ხორნაული გარდაიცვალა, _ ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.
“აღარ მყავს ჩემი ვაჟა”, – წერს პოეტის მეუღლე, რუსუდან ბერეკაშვილი.
“პოეტი ვაჟა ხორნაული გარდაცვლილა…დაობლდა ქართული პოეზია ერთი ბრწყინვალე პოეტით, საქართველო კი – ღვთისნიერი კაცით…ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს და მკითხველებს…”, – სოციალურ ქსელში პოეტი მარიამ წიკლაური.
ვაჟა ხორნაული 1948 წელს, დუშეთის რაიონში, სოფელ კაწალხევში დაიბადა.დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1973 წელს.



























































