შალვა ნათელაშვილმა ქართველ ერს გიორგობა დავით გარეჯიდან მიულოცა და განაცხადა, რომ დავით გარეჯი ქართველი ხალხის ზურგს უკან გაიყიდა და აზერბაიჯანმა მიიტაცა.
„როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ალიევის შეიარაღებულმა ძალებმა აქ გამოფინეს წარწერა „სამშობლო ჩემი გულია“, ხოლო გუგლის რუქაზე მონაკვეთები, რომელიც ისტორიულად და გენეტიკურად არის ქართული, მოექცა აზერბაიჯანის შემადგენლობაში ანუ ბიძინა ივანიშვილმა დავით გარეჯი პრეზიდენტ ალიევს მიჰყიდა. ალიევმა მიიტაცა ეს ძეგლი საქართველოსგან.
მივმართავ აზერბაიჯანის მთავრობას, დააბრუნეთ ჩვენი ისტორიული კულტურის ძეგლი და მერე ჩაითვლებით სტრატეგიულ მოკავშირეებად
არ შეიძლება თან მოკავშირე იყო, თან ოკუპაციას და ანექსიას აკეთებდე“,_ განაცხადა ნათელაშვილმა და აღნიშნა, რომ დოკუმენტები, რომლებიც ქართველი ხალხის ზურგს უკან გაფორმდა, ივანიშვილის რეჟიმის მოცილებისთანავე გაუქმდება.