დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ა.ბ. და ბ.ბ. დააკავეს_ ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
უწყების თანახმად, დაკავებულია 2 პირი, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებიდან თაღლითურად 9.4 მილიონ ლარს დაეუფლნენ.
ბრალდებულებმა 2023 წელს შპს ლაგი კაპიტალის მეშვეობით გაიმარჯვეს საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ 11 ტენდერში. მათ ასევე ჰქონდათ ხელშეკრულებები სკოლების მშენებლობასთან დაკავშირებით, თუმცა შესაბამისი სამუშაოები არ შესრულებულა. ჯამურად, ხელშეკრულებების ღირებულება 94.4 მლნ ლარს შეადგენდა.
ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების” წევრის ირაკლი ზარქუას სიძის ყოფილი კომპანია „ლაგი კაპიტალი” შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ შავ სიაში რამდენიმე თვის წინ შეიტანა.
ცნობისთვის, “ლაგი კაპიტალს” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში გუთურში, გოგოლესუბანში, ზომლეთსა და შუა ამაღლებაში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლონა უნდა გაეხორციელებინა, თუმცა ხელშეკრულება, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წლის 10 მაისს გაუფორმა, მიმდინარე წლის თებერვალში შეუწყვიტეს.