დააკავეს მამაკაცი, რომელმაც სხვისი სახლი 435 000 ევროდ გაყიდა. შემთხვევა საბერძნეთში მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
დაკავებული მამაკაცი 59 წლისაა.
გავრცელებული ინფორმაციით, მან 2019 წელის აპრილში ძვირად ღირებული სახლი ყალბი მინდობილობით ერთ-ერთ კომპანიას მიყიდა.
გამოძიება დაკავებულს თაღლითობას, დოკუმენტების გაყალბებას და ფულის გათეთრებას ედავება.