დღეს დილით, დაახლოებით, 10 საათზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში ლიბერთი ბანკის ფლეი ექსპრესი დააყაჩაღეს. თვითმხილველთა თქმით, ყაჩაღები ავტომატებით და ნიღბებით იყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია 6000 ლარამდე. ყაჩაღებმა გაიტაცეს, ასევე, ერთ-ერთი პენსიონერის მანქანა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში დატოვეს.
შსს-მ საქმე ყაჩაღობის მუხლით აღძრა. დამნაშავეები, ჯერჯერობით, დაკავებულები არ არიან.
“გურია ნიუსი” შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, სადაც თვითმხილველები ჩაწერა.