სოსო გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და უახლოესი გარემოცვის წევრების უძრავ-მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისა და ამოღების პროცედურა თბილისთან ერთად, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში მიმდინარეობს – ამის შესახებ ანტიკორუფციული სააგენტოს გამომძიებელმა დავით მშვილდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დაყადაღებულ ავტომობილებს სპეციალურ ავტოსადგომზე გადაიყვანენ და დამატებით ინფორმაციას ანტიკორუფციული სააგენტო გაავრცელებს.
საქმე ეხება უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას. გამომძიებლის თქმით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ყადაღა დაედო სოსო გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და უახლოესი გარემოცვის საცხოვრებელ ბინებს, მიწის ნაკვეთებს, ავტო და მოტო ტექნიკას, სასოფლო სამეურნეო ტექნიკას, ცეცხლსასროლ იარაღებს.
წყარო: mtavari.tv