დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი არჩილ მჟავიაც, როგორც აღმოჩნდა კოვიდინფიცირებულების შესახებ ინფორმაციას მედიით იღებს.
ცნობისთვის, არჩილ მჟავია რამდენიმე დღეა რაც თვითიზოლაციაში იმყოფება. ამ დილით მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგის შემდეგ, სადაც ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევების შესახებ განცხადების გაკეთებისას, თქვეს, რომ გურიაში ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჩვენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელს დავუკავშირდით.
„ვარ თვითიზოლაციაში და შემიძლია გითხრათ, რომ ვადასტურებ 15 შემთხვევას რაც გამოცხადდა ოფიციალურად.
_ სად რამდენი შემთხვევაა გამოვლენილი?
_ რაში გაინტერესებთ? სად, როგორ, ვინ არიან?“
ამის შემდეგ ჩვენ ავუხსენით ბატონ არჩილს, რომ საზოგადოებას აინტერესებს მუნიციპალიტეტების მიხედვით სად რამდენი შემთხვევა ვლინდება ყოველდღიურად.
რის შემდეგაც ინფორმაციის მისაღებად მუნიციპალიტეტების შესაბამის სამსახურთან გაგვიშვა.
„დარეკეთ მუნიციპალიტეტებში“,_ გვითხრა მჟავიამ.
ცნობისთვის, მედიას ინფორმაციას რეგიონში არსებული ეპიდვითარების შესახებ გურიის გუბერნატორი, ზურაბ ნასარაიაც აწვდიდა, თუმცა ამჟამად ისიც ინფიცირებულია და სახლის პირობებში მკურნალობს.
ბატონი არჩილის პასუხის მიღების შემდეგ „გურია ნიუსი“ ინფორმაციის მისაღებად გუბერნატორის პრესსამსახურს დაუკავშირდა და დაზუსტებულ მონაცებებს გურიაში როგორ ნაწილდება ინფიცირების ახალი მონაცემები მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.