დაავადებათა კონტროლის ცენტრი COVID-19-ით ინფიცირებულთა კონტაქტში მყოფებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს. NCDC იმ ადამიანებს, რომლებიც კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში იყვნენ და ბინაზე თვითიზოლაციაში არიან, ურჩევს:
„დარჩით თვითიზოლაციაში ბოლო კონტაქტიდან 12 დღის განმავლობაში; ამ პერიოდში არ წახვიდეთ სკოლაში; სამსახურში, საყიდლებზე; არ იმგზავროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით; არ მიიღოთ სტუმრები; თუ ოჯახის წევრებთან შეხვედრა გარდაუვალია, გამოიყენეთ პირბადე და დაიცავით უსაფრთხო დისტანცია – სულ მცირე ერთი მეტრი; აწარმოეთ თერმოსკრინინგი; გაიზომეთ ტემპერატურა დღეში ორჯერ; COVID19-ისთვის დამახასიათებელი ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში (ცხელება, ხველება, სუნთქვის გაძნელება) დაუყოვნებლივ დაუკავშირდით 112-ს ან, ოჯახის ექიმს;
დაიცავით ხელების ჰიგიენა: ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში ან დაიმუშავეთ სპირტის შემცველი ხსნარით“, – აღნიშნულია რეკომენდაციებში