1926 წელს, პარიზში კინემატოგრაფისტები შეიკრიბნენ მსოფლიო კონგრესზე. ცოტა როდი ითქვა კინოს მნიშვნელობაზე, ძმები ლიუმერების ამ უდიდესი გამოგონების განვითარების გზებზე.
ერთბაშად კონგრესის მომწყობთა ყურადღება მიიპყრო ღარიბულად ჩაცმულმა მოხუცმა, რომელიც განმარტოებით იჯდა დარბაზის კუთხეში. მისი გარეგნობა მეტყველებდა, რომ კონგრესზე იგი შემთხვევით მოხვდა.
– რა გინდა აქ? – მკაცრად შეეკითხნენ მოხუცებულს, – თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ კონგრესთან?
შეცბუნებული მოხუცი წამოდგა და უპასუხა:
– იცით რა, მე ლიუმერს მეძახიან.
სიჩქარეში დავიწყებოდათ დიდი გამომგონებლის მოწვევა კონგრესზე.
ავტორი