დღეიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ლაითურის საჯარო სკოლა ორი კვირით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ლელა იმედაშვილის თქმით, ეს იყო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და აქედან გამომდინარე დაბა ლაითურის მოსწავლეები გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის დაბა ლაითურში სამი მოსწავლეს და ერთი მასწავლებელს აქვს კორონავირუსი. აქედან ორი ბავშვი სკოლის კლასტერი არ არის, რადგან მათ ახალი სასწავლო წელის დაწყების დროს სკოლაში არ უვლიათ.