ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დაბა ლაითურში 30-მდე კონტაქტი იქნა გამოკვლეული, რომელთა პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ლაითურელმა ქალმა ჩოხატაურში მცხოვრებ ინფიცირებულთან ერთად იმგზავრა და ახლობლები არიან. “ამჟამად, სოფელ ლაითურში მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა. ქალბატონს შესაბამის პროფილის კლინიკაში სულ მალე გადაიყვანენ“, _ თქვა ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა ნონა კვაჭანტირაძემ.