მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დაბა მანგლისში , აზომვითი/აგეგმვითი სამუშაოები დასრულდა. საპილოტო არეალზე სულ 5686 მიწის ნაკვეთი აიზომა და 2000-მდე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება დარეგისტრირდა. ამჟამად მიმდინარეობს სარეგისტრაციო პროცედურები კერძოდ, დოკუმენტაციის მოძიება და დამატებითი ინფორმაციის შესწავლა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისი ერთ-ერთია იმ 12 დასახლებიდან, რომლებშიც, მსოფლიო ბანკისფინანსური მხარდაჭერით, მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიმდინარეობს. საპილოტო პროექტიმიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და წინასწარ შერჩეულ არეალებზე სისტემურად დაპროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, საპილოტო არეალებზე სრულად აიზომება და დარეგისტრირდება კერძო,სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები; შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა;მესაკუთრები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების,სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის თუ სხვა მიზეზების გამო ვერირეგისტრირებდნენ, ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ;ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება. (R)