ტაილანდში ჰაერის ხარისხი უარესდება.
BBC-ის ინფორმაციით, ხელისუფლება აცხადებს, რომ 2023 წელს ჰაერის დაბინძურებისგან გამოწვეული დაავადებების მკურნალობას 10 მილიონზე მეტი ადამიანი ეძებდა.
ცნობისთვის, ფართოდ გავრცელებული ფერმები და ტყის ხანძრები, განსაკუთრებით ქვეყნის ჩრდილოეთში, ხშირად ქმნის მავნე სმოგს წლის დასაწყისში.
2024 წლის დასაწყისში უკვე დაფიქსირდა დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებების შემთხვევების მკვეთზრი ზრდა დაფიქსირდა წინა წელთან შედარებით.
“ტაილანდში პრიორიტეტული იყოს PM2.5-ის გავლენა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე“, _ თქვა NESDC-მ.
როგორც ცნობილია, PM 2.5 აღნიშნავს პაწაწინა, სახიფათო ნაწილაკების დონეს – დიამეტრით 2,5 მიკრომეტრი ან უფრო მცირე – რომელსაც შეუძლია ფილტვებიდან შეაღწიოს სისხლძარღვებში. ამ მიკრო დამაბინძურებლების ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს წვა და ქავილი თვალებსა და კანში, ასევე ხველა და გულმკერდის შებოჭილობა. ეს სიმპტომები შეიძლება გაუძლიერდეს მათ, ვისაც აქვს გულის ან ფილტვის დაავადებები.