ცოტა ხნის წინ, საბერძნეთში, ფესალიის რეგიონში, ცხვრები სამედიცინო კანაფის პლანტაციაში შეიპარნენ და მოსავალი – დაახლოებით, 100 კილო მთლიანად შეჭამეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფარა პლანტაციაში შემთხვევით აღმოჩნდა – რეგიონში ბევრი საძოვარი დაიტბორა და ცხოველები ახალ ადგილს ეძებდნენ.
მწყემსი, რომელიც მოგვიანებით ფარას დაეწია, მიხვდა, რომ ცხვრებმა კანაფი შეჭამეს, რადგან ისინი „უცნაურად იქცეოდნენ“.
„არ ვიცი, ვიცინო თუ ვიტირო. ცხვრებმა ყველაფერი შეჭამეს“, – ამბობს პლანტაციის მფლობელი.