საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემის _ “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”, დაბრუნების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.
“საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, ქალბატონ თინათინ ბერძენიშვილს!
დავით გორგილაძის გადაცემა “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” მოულოდნელად და არამოტივირებულად დაიხურა. არხის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი თავისუფალი იყო პოლიტიკური გავლენებისგან და საზოგადოების განათლებას ისახავდა მიზნად. მისი არჩევნებამდე 1 წლით ადრე დახურვა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად და ცენზურად შეიძლება იქნას წაკითხული.
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მოვითხოვთ გადაცემის საეთერო ბადეში დაბრუნებას.”, აღნიშნულია პეტიციაში.
პეტიციის სანახავად გადადით ბმულზე
შეგახსენებთ, რომ გუშინ “რადიო თავისუფლებამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი წლიდან “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღარ გავა.