პირველ მარტს ქალაქ ოზურგეთში, ცენტრალური ბიბლიოთეკა გაიხსნა. როგორც ცნობილია, პანდემიის გამო, ყველაზე აქტიურ დაწესებულებაში მკითხველების მიღება შეჩერებული იყო.
ა(ა)იპ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის“ დირექტორის ლიანა ბაქანაძის თქმით, გუშინდელმა დღემ რეკომენდაციების წესების სრული წესით ჩაიარა და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ კორონავირუსი არ გაქრება.
“გაზაფხულის შემობრძანებასთან ერთად ჩვენმა ბიბლიოთეკამ მუშაობა განაახლა. ჩვენ მოუთმენლად ველოდით ამ დღეს _ ჩვენს ერთგულ მკითხველებთან და მეგობრებთან შეხვედრას. ვეცადეთ მათთვის ახალი, საინტერესო გარემო შეგვექმნა. შევიძინეთ და როგორც ცენტრალურ, ისე სასოფლო ბიბლიოთეკებს გადავეცით ახალი წიგნები, შევიძინეთ ინვენტარი და მცირე სიახლე შევიტანეთ ინტერიერში. გელოდებით დიდი სიყვარულით, ჩვენ თქვენზე მუდმივად ვზრუნავთ“, _ გვითხრა ლიანა ბაქანიძემ.