“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, გუშინ, ქალაქ ოზურგეთში, მალაზონიას ქუჩაზე, ახალგაზრდა ქალი, მეზობელი და მცირეწლოვანი ბავშვი ერთად დაჭრეს.
როგორც ფაქტის თვითმხილველები ამბობენ, ახალგაზრდა მამაკაცმა სანადირო თოფით, ნასვამ მდგომარეობაში მიუვარდა ყოფილ მეუღლეს სახლში და ყოფილი სიდედრი შვილიშვილთან ერთად დაჭრა, რასაც მეზობელი შეესწრო და ისიც შემთხვევით დაიჭრა.
“ისმოდა დაჭრილი ქალის განწირული ხმა, კიოდა, ბავშვით ხელში, ისეთი სიტუაცია იყო, ვერ მივხვდით რა ხდებოდა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია“, _ამბობენ მეზობლები.
დამნაშავე დაკავებულია.
შსს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს სსკ177 ჯანმრთელობის განზრად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.