თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ყელის არეში დაზიანება ყოფილმა ქმარმა მიაყენა.
ექიმის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა.