ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
მენაღარიშვილის თქმით, სულ დადასტურებულია 1936 ინფიცირების შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 1753 ადამიანი, გარდაცვლილია 25.