“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ორი დღის განმავლობაში უარყოფდნენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მმართველმა გუნდმა, მთაწმინდაზე, არჩევნებში დასახმარებლად რეგიონებიდან პარტიის ლიდერები ჩამოიყვანა. თუმცა, დღეს, ამ ფაქტის დადასტურება საჯაროდ მოუხდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს _ არჩილ თალაკვაძის თქმით, პარტიის ლიდერების რეგიონებიდან ჩამოყვანის მიზეზი არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებაა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved