“დადგა დრო, დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენია”, – წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი ტელეგრამ არხზე და ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, უკრაინელი სამხედროების ვარჯიში მზის ამოსვლისას.
ამ მესიჯით ზალუჟნი სავარაუდოდ მიანიშნებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ მასიური კონტრშეტევა შესაძლოა გარდაუვალი იყოს – წერს CNN.
ვიდეო ჩანს უკრაინისთვის გადაცემული დასავლური სამხედრო აღჭურვილობა, მათ შორის, გერმანული Leopard 2-ის ტანკები, ამერიკული წარმოების MRAP (ნაღმების რეზისტენტული Ambush Protected) ჯავშანტექნიკა, M777 საარტილერიო დანადგარები და HIMARS-ის სარაკეტო სისტემები.
ვიდეო მთავრდება ჯარისკაცებისა და მათი მეთაურის გზავნილით: „უკრაინა, ჩემო სამშობლო, უფალო, ჩვენო ზეციურო მამაო, დალოცე ჩვენი გადამწყვეტი შეტევა, ჩვენი წმინდა შურისძიება, ჩვენი წმინდა გამარჯვება“.