მოძრაობა „ხმა“ სასიცოცხლოდ აუცილებელი წამლების სიის შედგენას და მათ ფასებზე კონტროლის დაწესებას ითხოვს.
ორგანიზაციის განცხადებით, წამლების შერჩევა ამა თუ იმ ქვეყანაში გავრცელებული დაავადებების შესაბამისად უნდა მოხდეს და რაც მთავარია, მათზე ხელმისაწვდომობა გარანტირებული უნდა იყოს, ანუ მათი ფასი უნდა შეესაბამებოდეს გავრცელებული დაავადებების მატარებელი ადამიანების შემოსავალს.
„რას ვითხოვთ ჩვენ? ჩვენ ვითხოვთ, დამტკიცდეს სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტების სია საქართველოში და სახელმწიფომ დააწესოს კონტროლი მათ ფასებზე. ასეთი სია 137 ქვეყანაში მოქმედებს.
საქართველო იყო პირველი პოსტსოციალისტური ქვეყანა, რომელშიც ასეთი სია დაამტკიცეს. მაგრამ მოგვიანებით, როცა ქვეყანა ნეოლიბერალური, ანუ მდიდრებისთვის სასარგებლო პოლიტიკის რელსებზე შესვეს, რომლის მატარებელიც უფსკრულისკენ მიგვაქანებს, ეს სია დახიეს და გადააგდეს”.
მოძრაობა „ხმა“ თვლის, რომ ასეთი სიის არსებობის შემთხვევაში გავრცელებული დაავადებების მატარებელი ადამიანებისთვის მკურნალობა გამაღარიბებელი აღარ იქნება.
[sexy_author_bio]