საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ზუგდიდში დადიანების სასახლის აღდგენა იწყება. “სიხარულით გიზიარებთ, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ამ უმნიშვნელოვანესი ნაგებობისა და მისი ფასდაუდებელი კოლექციის დასაცავად ამერიკის საელჩომ 300 000-დოლარი გამოყო. თანხა უმთავრესად მოხმარდება დედოფლის სასახლის შენობის აღდგენას და მასში დაცული ისტორიული არტეფაქტებისთვის საგამოფენო სივრცის მოწყობას”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved