ოზურგეთის რაგბის სტადიონზე ერთმანეთს ოზურგეთის სარაგბო კლუბი “არწივები” და თბილისის “ხულიგანკა” შეებრძოლენ. ორივე ტაიმი დაძაბულად მიმდინარეობდა. ბოლო ადგილზე მყოფი თბილისის “ხულიგანკა” თუ ამ თამაშს მოიგებდა, პირველ ლიგას არ დატოვებდა. ამიტომ მათ ყველანაირად იბრძოლეს თამაში არ წაეგოთ.
საბოლოოდ, დაძაბული ორთაბრძოლა “არწივების” მოგებით დასრულდა _ 25:22 .
კლუბის პრეზიდენტის გოჩა კალანდაძის თქმით, თამაშზე თავი ყველა მორაგბემ გამოიჩინა. ხოლო გარდასახვები, ჯარიმები ოთარ მჟავიამ გაიტანა. ლელოები დადეს ოთარ მჟავიამ და ლაშა დუმბაძემ. კალანდაძის თქმით, არწივები მომავალ თამაშს თბილისში გამართავენ, სადაც გუნდ “ივერიას” დაუპირისპირდებიან.