დაძაბულობამ ისრაელსა და პალესტილენებს შორის კიდევ უფრო მოიმატა.
როგორც CNN პალესიტინის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, სამშაბათს საღამოს მდგომარეობით, ისრაელის მიერ გახორციელებულ ავიაიერიშს სულ 35 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 12 ბავშვია, 220-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ 15-ზე მეტი მებრძოლი მოკლეს.
CNN– ის გუნდმა მოისმინა მინიმუმ 50 აფეთქება ღაზას მახლობლად მდებარე სანაპირო ქალაქში, ასევე სარაკეტო ცეცხლი იყო ქალაქ აშდოდში.
გავრცელებული ინფორმაციით, მინიმუმ 17 ისრაელის მოქალაქე მკურნალობდა სარაკეტო თავდასხმების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო.
ოთხშაბათს, ისრაელმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ცენტრალურ ქალაქ ლოდში და სასაზღვრო პოლიციის ბატალიონები გაგზავნა რეგიონში.