შელაპარაკება ნიკა მელიასა და ზვიად ძიძიგურს შორის – ხმაური არჩევანის სტუდიაში ენმ-ის ერთ-ერთ ლიდერის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც ქართული ოცნება მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათ არაფერი გაუკეთებიათ.
მის განცხადებებს საპასუხო რეპლიკა მოჰყვა, რის შემდეგაც ნიკა მელია სკამიდან წამოდგა და ზვიად ძიძიგურის მისამართით გაიწია.
„მკვლელების მფარველები ხართ!“ – მიმართა ნიკა მელიამ ძიძიგურს, რაზეც მმართველი პარტიის ლიდერმა მას მოუწოდა, რომ დაბრუნებულიყო ადგილზე.
„დაეგდე იქ!“ – მიმართა ძიძიგურმა მელიას.
ჩხუბში ჩაერთო ვატო შაქარიშვილი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის კრიტიკაზე მელიას უპასუხა.
„შენი პრეზიდენტო მახსოვსმ რომ ფორთხავდა იქ,“ – მიმართა მან მელიას.
შაქარიშვილის საპასუხოდ გიორგი ვაშაძემ, რომელიც ასევე სტუდიაში იმყოფებოდა, ქართული ოცნების წევრს “ქრთამისტი” უწოდა.
„გაჩუმდი, ოროსანო!“ – მიმართა ვაშაძემ შაქარაშვილს, რომელმაც მას ადეიშვილის მოადგილეობა შეახსენა.
წყარო: რუსთავი2