დაღუპულად გამოცხდებული ქალი მორგში ცცხალი აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევა სამხრეთ აფრიკაში მოხდა.
როგორც ცნობილია, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუშაკებმა თქვეს, რომ ქალს სიცოცხლის ნიშნები აღარ ჰქონდა, რის შემდეგაც, ის მორგში გადაიყვანეს. მოგვიანებით, მორგის თანამშრომელმა შენიშნა, რომ ქალი ცოცხალი იყო.
მაუწყბლის ცნობით, ქალი სამკურნალოდ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.