სლავიანსკიზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე, დაშავებულთა კი 18-მდე გაიზარდა. მაშველებმა ორი ბავშვი იპოვეს. ერთ-ერთი მათგანი, ორი წლის, სასწრაფოს მანქანაში გარდაიცვალა.
“19:00 საათისთვის სლავიანსკში დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა. “სასწრაფო დახმარების” მანქანაში ბავშვი დაიღუპა, რომელიც ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ცნობილია 18 დაშავებულის შესახებ. მათ შორის არის ერთი ბავშვია.“, – ნათქვამია ეროვნული პოლიციის განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ დაზარალებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება, რადგან გრძელდება ნანგრევებში სამაშველო და ძებნის სამუშაოები.
ამავდროულად, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ, დაბომბვის ფაქტზე წინასწარი გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც „ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევას“ გულისხმობს.
შეგახსენებთ, ოკუპანტებმა 14 აპრილს დონეცკის ოლქში, ქალაქი სლავიანსკში, საცხოვრებელი უბანი S-300 რაკეტებით დაბომბეს. განადგურებულია რამდენიმე კორპუსი.