ჩინეთში, ჯიანგსუს პროვინციაში ტორნადოს შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 25 ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია, შვიდი კი საავადმყოფოდან გაწერეს.
დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ნათესები.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.