გერმანიაში ძლიერი სიცხისგან მდინარეებში თევზი იღუპება, გარდა ამისა, შეფერხებულია გემების მიმოსვლა. ამის შესახებ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, გერმანიაში ჰაერის ტემპერატურა 39 ცელსიუს გრადუსს აღწევს. როგორც გარემოს დაცვით ორგანიზაცია BUND-ში ამბობენ, მაღალი ტემპერატურა ეკოსისტემისთვის კარგი არ არის.
„ბევრი ორგანიზმი იღუპება. მას შემდეგ, რაც წვიმა მოვა, ისინი შეძლებენ ხელახლა კოლონიზაციას, მაგრამ მანამდე ეს აბსოლუტური კატასტროფაა“,_ამბობენ ორგანიზაციაში. მაუწყებლის ცნობით, ბაქტერიების გავრცელების გამო ტურისტებს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს მდინარეში შესვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ.