ძლიერი წვიმისგან გამოწვეულ წყალდიდობის შედეგებს ებრძვიან საბერძნეთშიც. მაშველებმა კიდევ სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს, რის შედეგადაც დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა,_ ინფორმაციას reuters ავრცელებს.
შტორმ დანიელის შედეგად დაზიანებულია შენობები და ხიდები, განადგურებულია გზები და ელექტროგადამცემი ბოძები.
მაშველები რამდენიმე დაკარგულ ადამიანს ეძებენ. სტიქიის ზონიდან ოთხი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.