2023 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.09 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები, კი 479.5 მილიონ ლარს შეადგენს,_ აცხადებენ საპენსიო სააგენტოში.
მათივე განცხადებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 372 ათასი ადამიანია. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 3,086 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 7,985,980.66 ლარს შეადგენს.