საპენსიო სააგენტო 31 მარტის მდგომარეობით სტატისტიკური მონაცემებს აქვეყნებს.
“საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 604 ათასი ადამიანია. 2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 17,942-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 74.9 მლნ ლარი.
საპენსიო აქტივების ღირებულება, კი შეადგენს 6.5 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.55 მლრდ ლარს გადააჭარბა”, _ აცხადებს საპენსიო სააგენტო.